ბლინკენი გრენლანდიის შესახებ ტრამპის განცხადებებზე: ცხადია, ეს არ მოხდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი არ მიიჩნევს საჭიროდ დროის დაკარგვას დონალდ ტრამპის იდეაზე გრენლანდიის კონტროლის შესახებ, რადგან, მისი აზრით, ეს "არ მოხდება".
ამის შესახებ მან 8 იანვარს, პარიზში, ფრანგ კოლეგასთან, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობდა ეთანამშრომლა მოკავშირეებთან და არ "ეთქვა ან გაეკეთებინა ისეთი რამ, რასაც შესაძლოა მათი გაუცხოება გამოეწვია."
"ყოველ შემთხვევაში, გრენლანდიის იდეა აშკარად არ არის საუკეთესო. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ნამდვილად არ მოხდება, ასე რომ, ჩვენ ალბათ არ უნდა დავხარჯოთ ბევრი დრო ამაზე საუბარზე," - თქვა მან.
ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძინოს გრენლანდია, დანიის ტერიტორია და მსოფლიოში უდიდესი კუნძული.
მან ასევე არ გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენება გრენლანდიის ან პანამის არხის გასაკონტროლებლად.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ცოტა ხნის წინ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის.
7 იანვარს, დონალდ ტრამპ უმცროსი ნუუკში, დანიის კუნძულ გრენლანდიაზე ჩავიდა.