ბლინკენი: კურსკში უკრაინის პოზიციები მოლაპარაკებებისას უმნიშვნელოვანესი იქნება
ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად პოზიციებს კურსკის ოლქში მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება.
ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ბლინკენის თქმით, ამერიკის მიმავალი ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია მოლაპარაკებების მომავალ პროცესში უკრაინის პოზიციის მაქსიმალურად გაძლიერება.
"მათი პოზიციები კურსკში რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ეს არის ის რაც გათვალისწინებული იქნება ნებისმიერ მოლაპარაკებებში, რომელიც შესაძლოა უკვე მიმდინარე წელს შედგეს"- განაცხადა ბლინკენმა.
ამასთანავე ამერიკის სახელმწიფო მდივანი დასძენს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინას დასჭირდება უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები, რადგანაც პუტინის ამბიციები არსად გამქარალა.
"პუტინის იმპერიალისტური ამბიციები არსად გამქრალა. ის შეეცდება დაისვენოს, გადაიარაღდეს და კიდევ ერთხელ შეუტიოს"- ამბობს ბლინკენი.
კონტექსტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის ოლქში გასული წლის 6 აგვისტოს დაიწყო - იერიშის ფარგლებში უკრაინელები დაამყარეს კონტროლი დაახლოებით 900 კვადრატულ კილომეტრზე და ტყვედ აიყვანეს 700-მდე რუსი სამხედრო.
გასული თვეების განმავლობაში რუსეთის არმიის იერიშების შედეგად უკრაინული პლაცდარმის მოცულობა კურსკში მნიშვნელოვნად შემცირდა და ბოლო მონაცემებით 500 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსული არმია სრულად აღადგენს კონტროლს კურსკის ოლქზე - დეკემბრის მიწურულს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა კონკრეტული ვადების დასახელებაზე.