ბლინკენი: პეკინმა დაადასტურა, რომ არ გადასცემს რუსეთს შეიარაღებას ომისთვის

ენტონი ბლინკენის თქმით, პეკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ გადასცემს რუსეთს შეიარაღებას უკრაინაში ომისთვის. 

ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სი ძინფინგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

ამავდროულად ბლინკენმა გამოთქვა წუხილი რუსეთისა და კერძო ჩინური კომპანიის თანამშრომლობის შესახებ. 

"ჩვენ და სხვა ქვეყნებმა მივიღეთ ჩინეთისგან რწმუნება, რომ არ უწევენ და არც მომავალში გაუწევენ დახმარებას რუსეთს ლეტალური შეიარაღებით",- განაცხადა ბლინკენმა. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, ჯერჯერობით ვაშინგტონს არ აღმოუჩენია მტკიცებულება რომელიც საპირისპიროში დაარწმუნებდა - "მაგრამ ჩვენ მუდმივად გვაწუხებს კერძო ჩინური კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ რუსეთს შეიარაღება უკრაინაში აგრესიული ომის გასაგრძელებლად."

შეხვედრის დასრულების შემდეგ სი ძინფინგმა განაცხადა, რომ მხარეებმა მიაღწიეს პროგრესს და თანხმობას გარკვეულ საკითხებში, რაც მისი თქმით, ძალიან კარგია. 

მსგავსი სიახლეები