ბლინკენი: რუსეთმა უკრაინაში შეჭრისას დასახული სამი მიზნიდან ვერცერთს ვერ მიაღწია
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 3 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებისას სამი მიზანი ჰქონდა - ქვეყნის დამორჩილება, მისი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შელახვა და დასავლეთის პოზიციების გაყოფა.
"გეგმა სამივე ფრონტზე ჩავარდა. უკრაინა ახლა უფრო შეკრულია. სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იქნება, ვიდრე ვლადიმირ პუტინი. რუსეთის ძალა მნიშვნელოვნად შემცირდა, არმია ძალიან შეყოვნდა. მისი ეკონომიკა კრიზისშია. და, რა თქმა უნდა, ნატო და დასავლეთი უფრო ერთიანები არიან, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს ბოლო პერიოდში", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
მან აღნიშნა, რომ მსოფლიო "რუსეთის სერიოზული მარცხის" მოწმეა.