ბლინკენი: უკრაინა იმაზე დიდხანს იარსებებს, ვიდრე იცოცხლებს პუტინი
დონბასში გარკვეული წარმატების მიუხედავად, რუსეთი შორს არის გამარჯვებისგან იმ ომში, რომელიც მან უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაიწყო. ეს მოსაზრება 24 ივნისს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოთქვა.
"უკრაინა წარმოუდგენელი გამბედაობით იცავს თავს... და რუსეთმა უკვე წააგო. პუტინის მიზანი, როგორც თავად თქვა, იყო უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის განადგურება. ამ მიზანს მან ვერ მიაღწია. სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა იმაზე დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი იცოცხლებს", - განაცხადა ბლინკენმა.
მან აღნიშნა, რომ "ცნობების თანახმად, ათიათასობით რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან დაშავდა შეჭრის დაწყების შემდეგ".
"რუსეთი აგრძელებს დიდი რაოდენობით ტანკების, თვითმფრინავების, ჯავშანტექნიკის დაკარგვას," - თქვა ბლინკენმა. "ჩვენი დაზვერვის ცნობით, რუსული ჯარები კვლავ განიცდიან დაბალი მოტივაციის, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლების, აღჭურვილობისა და ხელმძღვანელობის პრობლემების გამო, რომელიც უარს ამბობს მათ აცნობოს ბრძოლაში რეალური ვითარების შესახებ."