ბლინკენმა პირველად დაუშვა, რომ შესაძლოა რუსეთი ტერორიზმის სპონსორად აღიარონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველად დაუშვა, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად შეიძლება აღიარონ. ამის შესახებ მან სენატის საბიუჯეტო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაც ჩინეთი იყო.

ბლინკენმა რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემს უპასუხა, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას.

"ჩვენ ყველას გვინდა, რომ ჩინეთი არ დაეხმაროს რუსეთს, არა? არის იდეა. ასმა ამერიკელ სენატორს სურს, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ვაღიაროთ, რათა შევაჩეროთ ისეთი ქვეყნები, როგორიც ჩინეთია, რომ რუსეთს იარაღი მისცენ", - აღნიშნა გრემმა.

"თვეები გავიდა და არაფერი მომხდარა. ბატონო სახელმწიფო მდივანო, ძალიან მომწონხართ, მაგრამ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არასოდეს გამოაცხადებთ?" - იკითხა მან.

ბლინკენმა სენატორს მოკლედ უპასუხა: "არასოდეს თქვა არასოდეს."

რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება მოსკოვის საერთაშორისო იზოლაციას გამოიწვევს და აშშ-ს აიძულებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესოს კრემლთან ურთიერთობის მქონე ქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები