ბლინკენმა თანამშრომლები გააფრთხილა შეწყვიტონ ინფორმაციის გაჟონვა ისრაელისა და ჰამასის შესახებ - Politico
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროებზე დაყრდნობით, Politico წერს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თავის ქვეშევრდომებს უბრძანა შეწყვიტონ ინფორმაციის გაჟონვა, რომელიც დაკავშირებულია ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" შორის ომთან დაკავშირებით.
სახელმწიფო დეპარტამენტის სამმა წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, თქვა, რომ შეხვედრის დროს ბლინკენმა კოლეგებს მოუწოდა, დაეხმარონ გაჟოვნის აღკვეთაში.
გამოცემის ანონიმური წყაროების ცნობით, სახელმწიფო მდივანი "გაბრაზებულია" მედიის მიერ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების მუდმივი ნაკადებით.
Politico-ს თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ შეხვედრაზე ბლინკენმა უსაყვედურა კოლეგებს არა მხოლოდ პრესაში გასაიდუმლოებული მასალების გაჟონვის გამო, არამედ იმის გამო, რომ ჟურნალისტებმა შეიტყვეს ისრაელისა და "ჰამასის" მოლაპრაკებების დეტალები, ცეცხლის შეწყვეტისა და ტერორისტების მიერ მძევლების გათავისუფლების შესახებ.
გაჟონვამ კიდევ უფრო გაართულა რთული მოლაპარაკებები და შეარყია სახელმწიფო დეპარტამენტის ნდობა, რომ დოკუმენტები ან დახურული საუბრების დეტალები მედიაში არ გაჟონავდა.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, თქვა, რომ ბლინკენის გზავნილი "მტკიცედ იყო გადმოცემული" სახელმწიფო დეპარტამენტში.
მანამდე ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის ფართომასშტაბიანი შეტევა ქალაქ რაფაზე ღაზას სექტორში ანარქიის პროვოცირებას მოახდენს და არ გამოიწვევს "ჰამასის" ლიკვიდაციას.