Bloomberg: რუსეთის 2024 წლის ბიუჯეტში სამხედრო ხარჯები სოციალურს აჭარბებს

რუსეთის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სამხედრო ხარჯები პირველად გადააჭარბებს სოციალურ ხარჯებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ბიუჯეტი უკვე განიხილა დუმას პროფილურმა კომიტეტმა და დაამტკიცა კიდეც. 

2024 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯები თითქმის ორმაგდება - თუ კი მიმდინარე წელს ოფიციალური მონაცემებით  რუსეთმა თავდაცვაზე 6.4 ტრილიონი რუბლი დახარჯა, მომდევნო წელს იმავე მიზნებისთვის 10.8 ტრილიონი რუბლია გათვალისწინებული. 

ამგვარად სამხედრო ხარჯები ქვეყნის ბიუჯეტში ხარჯების უმსხვილესი სტატიაა.  სამხედრო ბიუჯეტის მოცულობამ პირველად გადააჭარბა სოციალური პროექტების ხარჯს, რომელიც მომდევნო წელს 6.7 ტრილიონ რუბლს გაუტოლდება. 

გარდა ამისა 11 ტრილიონი რუბლის ხარჯი გასაიდუმლოებულია, სავარაუდოა, რომ ამ თანხის დიდი ნაწილის შეიარაღებასა და ძალოვან უწყებებს მოხმარდება. 

Bloomberg-ის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ პროექტის ავტორები ოპტიმისტურ სცენარებს ეყრდნობიან, რაც ბიუჯეტის შემოსავლების ჯამურ ზრდას ითვალისწინებს. 

ზოგადი პარამეტრებით ბიუჯეტის ჯამური ხარჯები შემოსავლებს გადააჭარბებს - დეფიციტი მშპ-ს დაახლოებით 1%-ს შეადგენს. 

მსგავსი სიახლეები