Bloomberg: რუსეთის შემოსავლები ნავთობის გაყიდვიდან ბოლო 5 თვის მინიმუმზეა
რუსეთის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან მკვეთრად შემცირდა და ომის დაწყების შემდეგ მინიმალურ მაჩვენებელზეა.
ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სექტემბრის პირველ ორ კვირაში რუსეთისგან ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა დღეში დაახლოებით 3 მილიონი ბარელამდე შემცირდა. გასულ პერიოდთან შედარებით კლება დღეში დაახლოებით 900 ათასს ბარელს შეადგენს.
Bloomberg-ის მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ ჩინეთისა და ინდოეთის გაზრდილი მოთხოვნა რუსულ ნავთობს თავის პიკს მიუახლოვდება და აზიური ბაზრები სრულფასოვნად ვერ ჩაანაცვლებს ევროპულ ბაზრებს.
ამავდროულად უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით არ ამოქმედებული ევროკავშირის მიერ რუსული წარმოების ნავთობის შესყიდვაზე დაწესებული ემბარგო და საფასო ჭერი, რომელიც აქტიურად განიხილება.
გამოცემის მასალაში ნათქვამია, რომ ეს ფაქტორები რუსეთის შემოსავლებზე დამატებით წნეხს მოახდენს.