Bloomberg: სანქციების შიშით ინდოეთმა რუსეთისგან შეიარაღების შესყიდვა შეაჩერა

ინდოეთსა და რუსეთს შორის შეიარაღებით ვაჭრობა შეჩერებულია, რადგანაც აშშ-ს მხრიდან ე.წ. მეორეული სანქციების რისკის ფონზე მხარეები ვერ თანხმდებიან გადახდის მექანიზმზე. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს

საუბარია დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებაზე, შეთანხმების დასრულება უკვე წელიწადზე მეტია ვერ ხერხდება. რუსეთმა ასევე შეაჩერა მუშაობა ინდოეთისთვის განკუთვნილ 10 მილიარდიან ხელშეკრულებაზე, რომლის ფარგლებშიც ინდოეთს შეიარაღების სათადირიგო ნაწილები და C-400-ის ტიპის საზენიტო დანადგარები უნდა მიეღო. 

ამ დრომდე რუსეთი ინდოეთისთვის შეიარაღების უმსხვლიესი მიმწოდებელია. 

წყაროების ცნობით, ინდოეთმა არ თანხმდა ხელშეკრულების საფასურის დოლარში დაფარვას, რადგანაც აშშ-ს მხრიდან სანქციების რისკი მაღალია. თავის მხრივ გაცვლითი კურსის არასტაბილურობის გამო რუსეთი უარს ამბობს საფასურის ინდური რუპიებით დაფარვაზე. ინდოეთი უარს ამბობს საფასურის რუბლებში გადახდაზეც, რადგანაც ნიუ-დელიში ფიქრობენ, რომ ამ მოცულობის რუბლის შოვნა სავალუტო ბაზარზე სამართლიანი კურსით გაუჭირდებათ. 

ნიუ-დელიმ მოსკოვს შესთავაზე კონტრაქტის შედეგად მიღებული რუპიები ინდოეთის სუვერენულ ვალის ობლიგაციებში დააბანდოს, რითიც თავიდან აირიდებდა ჭარბი ინდური ვალუტის დაგროვებას, თუმცა კრემლი შეთავაზებაზე უარს ამბობს. 

პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება ევროს ან დირჰამების გამოყენება იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში ინდოეთში შიშობენ, რომ შეიარაღების საფასურის გადასახდელად ამ ვალუტების გამოყენება მესამე მხარეების მხრიდან წესების გამკაცრებას გამოიწვევს. 

 

მსგავსი სიახლეები