Bloomberg: ტრამპის მუქარების გამო ინდოეთი რუსული ნავთობის ალტერნატივებს ეძებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ რუსულ ნავთობის შესყიდვაზე მეორადი საქნციების დაწესების მუქარის გამო ინდურმა კომპანიებმა ალტერნატივების ძებნა დაიწყეს. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს. ამის შესახებ გამოცემას ინდური კომპანიების მიერ გამოცხადებული ტენდერების მოთხოვნებზე გაცნობიერებული წყაროები უყვებიან. 

  • წყაროების ცნობით, უმსხვილესი ინდური სანავთობო კომპანიები Bharat Petroleum და Hindustan Petroleum მაისისთვის უკვე ეძებენ ახალ მომწოდებლებს ახლო აღმოსვლეთის, ჩრდილოეთისა და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებიდან. 

  • გარდა ამისა, ტრამპის განცხადებების შედეგად 3.1%-ით გაძვირდა სანავთობო ფიუჩერსები, მათ შორის ამერიკული წარმოების WTI-ის სორტის ნავთობზე. 

Big Picture: წყაროების ცნობით, ინდური კომპანიები დარწმუნებულები იყვნენ, რომ რუსულ ნავთობზე წვდომა საკმაოდ მოკლე ვადაში აღდგებოდა, როგორც ეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსული ჩრდილოვანი ფლოტისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ მოხდა, თუმცა ამჯერად ვითარება უფრო სერიოზულია. 

  • უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისა და ამ მიზეზით დასავლეთის მიერ რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის დაწესებული სანქციების ფონზე რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველები ინდოეთი და ჩინეთი გახდა. 
  • გასული წლის აპრილიდან მოყოლებული რუსეთი ინდოეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა და პირველად გადაასწრო არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს. 

Context: რუსული ნავთობის გაყიდვაზე დამატებითი შეზღუდვებით დონალდ ტრამპი მას შემდეგ დაიმუქრა რაც მკაფიო გახდა, რომ კრემლი მაქსიმალურად წელავს მოლაპარაკებებს. 

  • "თუ კი რუსეთთან ვერ მივაღწევთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტის შესახებ და თუ მივიჩნიე, რომ ეს რუსეთის მიზეზით მოხდა - ეს შესაძლოა ასე არ იყოს - თუ ჩავთვლი, რომ ეს რუსეთის ბრალია მე დავაწესებ მეორად ტარიფებს რუსული ნავთობის გაყიდვაზე. რუსეთიდან მომავალ მთელ ნავთობზე"- განაცხადა ტრამპმა. 

  • ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ეს იქნება 25%-იანი ტარიფი და ის კომპანიები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ ვეღარ გააგრძელებენ საქმიანობას ამერიკაში. 

მსგავსი სიახლეები