ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპაში იარაღის იმპორტი თითქმის გაორმაგდა - SIPRI
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპაში იარაღის იმპორტი თითქმის გაორმაგდა, ნაწილობრივ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გამო, ხოლო რუსეთიდან იარაღის ექსპორტი შემცირდა.
ამის შესახებ სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი (SIPRI) წერს.
SIPRI-ის ანგარიშის მიხედვით, 2019-2023 წლებში ევროპაში იარაღის იმპორტი წინა ხუთწლიან პერიოდთან შედარებით 94%-ით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით არის განპირობებული.
ევროპულმა სახელმწიფოებმა შემოიტანეს იარაღი, რომელიც შემდეგ დახმარების სახით უკრაინას გადასცეს ან საკუთარი რეზერვების შესავსებად გამოიყენეს.
ევროპაში იარაღის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო შეერთებული შტატები (55% - 2019-2023 წლებში და მხოლოდ 35% - 2014-2018 წლებში). ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ ევროპული სახელმწიფოების უმეტესობა ნატოს წევრია და შეერთებული შტატების პარტნიორია იარაღის სისტემების შემუშავებაში, როგორიცაა F-35-ის მოიერიშე თვითმფრინავი.
საერთო ჯამში, 2019-2023 წლებში შეერთებულმა შტატებმა იარაღის გლობალური ექსპორტის 42% შეადგინა.
მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რუსეთმა იარაღის ექსპორტი 53%-ით შეამცირა და ამ მაჩვენებლით პირველად ჩამოქვეითდა SIPRI-ის რეიტინგში მესამე ადგილზე, საფრანგეთის შემდეგ. შემცირდა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის კლიენტების რაოდენობაც - 2019 წელს - 31 ქვეყნიდან, 2023 წელს - 12-მდე.
რაც შეეხება საფრანგეთს, ის 2019-2023 წლებში იარაღის გლობალური ექსპორტის 11%-ს შეადგენდა და ამ ხუთი წლის განმავლობაში მან 47%-ით გაზარდა - კერძოდ, საკუთარი Rafale-ის გამანადგურებლების ევროპის გარეთ გაყიდვით.
უკრაინა, SIPRI-ის მიხედვით, იარაღის მეოთხე უმსხვილესი იმპორტიორი და ევროპიდან იარაღის უდიდესი იმპორტიორი გახდა.