ბორელი: რუსეთთან ომის დასრულების პირობებს სწორედ უკრაინა განსაზღვრავს

ხარკოვის რეგიონში წარმატებული კონტრშეტევის ერთ-ერთი გაკვეთილი არის იმის გაგება, რომ უკრაინაა ის მხარე, რომელიც განსაზღვრავს ომის დამთავრების პირობებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა 17 სექტემბერს, ფრანგულ გამოცემა Le Journal du Dimanche-ს განუცხადა.

ბორელმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "ნებაყოფლობით არ დანებდება" და უკრაინელებს მოუწევთ განსაზღვრონ პირობები, რომლითაც დასრულდება შეიარაღებული კონფლიქტი.

ბორელი ვარაუდობს, რომ ამ პირობებს შორის იქნება რუსული ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან, "აგრესორის ფინანსური წვლილი ქვეყნის აღმშენებლობაში, რომლის განადგურებასაც ის სისტემატურად ცდილობდა", ასევე "ზნეობრივი და კრიმინალური" პასუხისმგებლოვის დაკსირება ომის დანაშაულებებზე.

ევროკავშირის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ არსებობს იმედი, რომ ომი "სამხედრო გზით" დასრულდება.

აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევა წამოიწყეს ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთში. უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დროს ხარკოვის რეგიონში 421 დასახლების დეოკუპაცია მოხდა. ამის შესახებ 16 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა.

14 სექტემბრის მდგომარეობით ხარკოვის რეგიონის ტერიტორიის დაახლოებით 6% დარჩა ოკუპაციის ქვეშ (კონტრშეტევამდე ეს იყო 32%).

მსგავსი სიახლეები