ბრაზილიის პრეზიდენტი ბოლსონარო პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს

სან-პაულუში ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისთვის დააჯარიმეს.

სან-პაულუს შტატის მთავრობის განცხადებით, ჯარიმის ოდენობა 110$-ს შეადგენს.

ბოლსონარო პირბადის გარეშე ველოსიპედის ტარებისას იყო. მისი თქმით, სრულად აცრილი ადამიანები ნიღაბს არ უნდა ატარებდნენ.

“ვინც ამის წინააღმდეგია, მას მეცნიერების არ სჯერა. თუ ისინი აცრილი არიან, ვირუსით ინფიცირების შანსი არ არის,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

იმავე მიზეზით ბოლსონარო შტატის ხელისუფლებამ წინა თვეშიც დააჯარიმა.

ბრაზილიაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი ძალიან დიდია. ქვეყანაში 17.3 მილიონი ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, 484 000 ადამიანი კი ვირუსით გარდაიცვალა.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის 12% სრულად არის აცრილი.

 

მსგავსი სიახლეები