ბრიტანელი მოხალისე დონეცკელი სეპარატისტების ტყვეობაში დაიღუპა

ბრიტანელი მოხალისე პოლ ური, რომელიც უკრაინაში ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა, დონეცკელი სეპარატისტების ტყვეობაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ომბუდსმენზე, დარია მოროზოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ის ამტკიცებს, რომ ური 10 ივლისს გარდაიცვალა, "დიაგნოზებისა და სტრესის გათვალისწინებით". მოროზოვას თქმით, პირველი სამედიცინო გამოკვლევის დროს ბრიტანელს რამდენიმე ქრონიკული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.

როგორც Sky News იტყობინება, 45 წლის ური ოკუპანტებმა 25 აპრილს ზაპოროჟიეს რაიონში საგუშაგოზე დააკავეს. მასთან ერთად ტყვედ ჩავარდა 22 წლის ბრიტანელი მოხალისე დილან ჰილი.

ურის დედამ თქვა, რომ მის შვილს 1 ტიპის დიაბეტი ჰქონდა და ინსულინი სჭირდებოდა. BBC-სთან საუბრისას მან დასძინა, რომ გაერთიანებული სამეფოს დატოვების წინ მისმა შვილმა თქვა, რომ არ შეუძლია იჯდეს და "უყუროს ხალხის სიკვდილს".

მსგავსი სიახლეები