ბრიტანეთი უკრაინას საზღვაო თავდაცვის შეიარაღებით მოამარაგებს

 

უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან გემსაწინააღმდეგო რაკეტებს მიიღებს აზოვის და შავ ზღვაში რუსული ფლოტისგან თავის დასაცავად, აცხადებს ლონდონში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ კიევი Brimstone Sea Spear ტიპის რაკეტებს მიიღებს.

გასულ წელს უკრაინამ გაერთიანებული სამეფოსგან 2,3 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი მიიღო, რომელიც საზღვაო ძალების და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

უკრიანის გარშემო რუსული შეიარაღებული ძალების მასშტაბური მობილიზაციის ფონზე კრემლმა შავ ზღვაში დამატებით ექვსი სამხედრო ხომალდი შეიყვანა, რომლებიც ჩრდილოეთის და ბალტიის ფლოტის შემადგენლობაში არიან.

საექსპერტო წრეებში უკრაინაზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის სცენარებს შორის საზღვაო გზაც განიხილება - რაც უკრაინის სანაპირო ზოლის ანექსიას ითვალისწინებს.

 


გაერთიანებული სამეფო უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო ესკალაციის ფონზე კიევის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ იქცა.

ბრიტანეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე მიაწოდა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და სხვა ტიპის ლეტალური შეიარაღება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და უკრაინა ახალი სამხედრო ალიანსის ფორმირებას აპირებენ.

მსგავსი სიახლეები