ბრიტანეთი "ვაგნერის" ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას გეგმავს
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო "ვაგნერის" ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ 4 თებერვალს The Telegraph წერს.
ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთში სისხლის სამართლის დანაშაული იქნება არა მხოლოდ "ვაგნერის" წევრობა ან მის შეხვედრებზე დასწრება, არამედ მისი მხარდაჭერის წახალისება ან მისი ლოგოს საჯაროდ ტარება.
გამოცემა წერს, რომ ფაქტობრივად, "ვაგნერი" "ალ-ქაიდასთან" და "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერთსა და იმავე ლეგალურ სიბრტყეში იქნება.
ასეთ ნაბიჯს შეიძლება ჰქონდეს არაპირდაპირი შედეგები "ვაგნერის" უნარზე, შეაგროვოს ფული, აქტივები ან შემოსავლის ნაკადი გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ინსტიტუტების გავლით.
"ვაგნერის" აკრძალვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ჟურნალისტების წყაროები ამბობენ, რომ მწვანე შუქი ამ შემთხვევაში ბევრად უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე ირანის "ისლამური რევოლუციის გვარდიის" შემთხვევაში, უკრაინაში სიტუაციის სერიოზულობისა და ამ საკითხზე ერთიანობის გათვალისწინებით.