ბრიტანეთის დაზვერვა: აზოვსტალის შტურმში რუსეთის დანაკარგები იზრდება
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე ყოველდღიურ კრებსს აქვეყნებს. 5 მაისის კრებსი მთლიანად მარიუპოლში აზოვსტალის საწარმოს ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებას ეხება.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, აზოვსტალში უკრაინის წინააღმდეგობა გრძელდება და ამის პარალელურად იზრდება რუსეთის დანაკარგებიც.
- რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებების მიუხედავად, რომ ისინი აზოვსტალის შტურმს არ აპირებდნენ, საწარმოს შტურმი მეორე დღეა გრძელდება;
- რუსეთის გაუთავაბელი მცდელობები დაიკავოს აზოვსტალი და ამით დაასრულოს მარიუპოლის ოპერაცია მაღალი ალბათობით მოახლოეუბულ გამარჯვების დღეს, 9 მაისს უკავშირდება. პუტინს სურს უკრაინაში სიმბოლურ გამარჯვებას მაინც მიაღწიოს;
- რუსეთის ამ მცდელობებს თან ახლავს არსებითი დანაკარგები: ცოცხალ ძალაში, საბრძოლო ტექნიკასა და საბრძოლო მასალაში. სანამ აზოვსტალის ტერიტორიაზე უკრაინის წინააღმდეგობა გრძელდება რუსეთის დანაკარგები კვლავაც გაიზრდება, რითიც ძირი გამოეთხრება რუსეთის გეგმებს დონბასის სამხრეთში
2 მაისს გავრცელდა პენტაგონის კიდევ ერთი შეფასება აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ საომარ მდგომარეობაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთის პროგრესი დონბასში საუკეთესო შემთხვევაში მინიმალურია.
ომის შესწავლის ინსტიტუტის [ISW] 30 აპრილის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის წარმატებული გარღვევის შანსი ყოველდღიუად მცირდება.
29 აპრილს გავრცელდა პენტაგონის შეფასება, რომლის მიხედვითაც რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაპირველ გრაფიკს როგორც მინიმუმ რამდენიმე დღით ჩამორჩებიან.
იმავე პენტაგონში 27 აპრილს გამართულ ბრიფინგზე იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინსვლა დონბასში იყო ნელი და არამდგრადი.