ბრიტანეთის დაზვერვა: კიევიდან გამოყვანილი რუსული ჯარები დონბასში ვერ გადაჰყავთ, მათ ხელახალი აღჭურვა სჭირდებათ
რუსეთის საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფები, რომლებიც უკრაინის ჩრდილოეთიდან გაიყვანეს, მნიშვნელოვან აღდგენას საჭიროებენ, სანამ ისინი დონბასში ბრძოლას შეძლებენ, ინფორმაცია ამის შესახებ 5 აპრილს Twitter-ზე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა.
"უკრაინულმა ძალებმა ჩრდილოეთ უკრაინაში ძირითადი ტერიტორიები დაიბრუნეს და აიძულეს რუსული ჯარები ჩერნიგოვიდან და კიევის ჩრდილოეთიდან უკან დაეხიათ", - ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ უკრაინის მიერ დაკავებულ ზოგიერთ რაიონში შესაძლოა გაგრძელდეს "უმნიშვნელო ინტენსივობის" ბრძოლები, მაგრამ ეს "მნიშვნელოვნად შესუსტდება ამ კვირის განმავლობაში, რადგან რუსული ჯარების ნარჩენები გადიან."
"რუსული ქვედანაყოფები, რომლებიც ჩრდილოეთ უკრაინიდან გადიან, სავარაუდოდ მნიშვნელოვან განახლებას საჭიროებენ, სანამ ისინი მზად იქნებიან აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციებში ჩაერთონ", - თქვა ბრიტანულმა დაზვერვამ.