ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი მოწინავე დანაყოფებს და შეიარაღებას კარგავს
უკრაინასთან ომი სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის მოწინავე დანაყოფებს და მოწინავე შეიარაღებას. ამის შესახებ საუბარია ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ მიმოხილვაში.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში განადგურებულია როგორც მინიმუმ 1 T-90-ის ტიპის ტანკი - ეს ტანკი რუსეთის სამხედრ-ინდუსტრიულმა კომპლექსმა 2016 წელს გამოუშვა და ის მოდერნიზებული ქვემეხით, ჯავშნით და სატელიტური ნავიგაციის ფუნქციით არის აღჭურვილი. T-90 რუსეთის არმიის ყველაზე მოწინავე და თანამედროვე ტანკად მიიჩნევა.
"კონფლიქტი უკრაინაში სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველაზე ბრძოლისუნარიან დანაყოფებს და რუსეთის არმიის მოწინავე ტექნოლოგიით დამზადებულ შეიარაღებას. ომის დასრულების შემდეგ რუსეთს საკმაოდ დიდი დრო და რესურსები დაჭირდება შეიარაღებული ძალების აღსადგენად", - ნათქვამია მიმოხილვაში.
ბრიტანული დაზვერვა, ასევე აღნიშნავს, რომ შეიარაღების მარაგის შევსებას და ახალი შეიარაღების წარმოებას რუსეთისვის დაწესებული სანქციები მნიშვნელოვნად გაართულებს.