ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა შავ ზღვაზე კონტროლის დამყარება ვერ შეძლო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიური სიტუაციური ანალიზი განაახლა.

უწყების შეფასებით, პოზიციური უპირატესობის მიუხედავად რუსეთმა შავი ზღვის აკვატორიაზე კონტროლის დამყარება ვერ შეძლო.

17 ივნისს უკრაინამ დასავლეთიდან მიღებული ჰარპუნის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გამოიყენა.

სავარაუდოდ, უკრაინელებმა რაკეტა რუსული საბუქსირო ხომალდი ვასილი ბეხის წინააღმდეგ გამოიყენეს, რომელსაც შეიარაღება და პერსონალი ზმეინის კუნძულისკენ გადაჰყავდა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა უკვე მძიმე დანაკარგები განიცადა.

ჩაძირულ რუსულ გემებს შორისაა საფლაგმანო ხომალდი კრეისერი მოსკვა.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის სანაპირო თავდაცვის სისტემა რუსეთს ოდესაში ზღვიდან დესანტის გადასხმის საშუალებას არ აძლევს.

მსგავსი სიახლეები