ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის არმიის 97% უკრაინაშია
![](https://realpolitika.ge/storage/images/cache/900x440/ben.jpg)
უკრაინის წინააღმდეგ ომში ფრონტზე წინსვლის მცდელობა "ძვირად დაუჯდა რუსეთის არმიას."
ამის შესახებ 15 თებერვალს BBC Radio 4-ის ეთერში ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, "რუსული არმიის 97% უკრაინაშია."
უოლესმა აღნიშნა, რომ "თუ რუსული არმიის 97% ახლა კონცენტრირებულია უკრაინაში, ძალიან მაღალი დანაკარგებით" და "პოტენციურად მათი საბრძოლო შესაძლებლობები 40%-ით შემცირდა და მათი ტანკების თითქმის ორი მესამედი განადგურებული ან დაზიანებულია", სწორედ ეს ახდენს "პირდაპირ გავლენას ევროპის უსაფრთხოებაზე."