ბუდანოვი: ირანს რუსეთისთვის რაკეტების მიწოდება ჯერ არ დაუწყია
ირანს რუსეთისთვის რაკეტების მიწოდება ჯერ არ დაუწყია, რისი მიზეზიც დასავლური სანქციების შიშია. ეს განცხადება, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა, The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ოქტომბრიდან, რუსი სამხედროები, უკრაინას რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით, დაახლოებით 10 დღეში ერთხელ ბომბავენ, რა დროსაც, თითოეული თავდასხმის დროს, დაახლოებით 75 ფრთოსან რაკეტას ისვრიან.
ბუდანოვმა შეფასებით, საკუთარი წარმოების გარეშე დარჩენილი მოსკოვი ცდილობს, რომ რაკეტები თეირანიდან მიიღოს, ხოლო სანაცვლოდ, რუსული ტექნოლოგიების ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში გადაიტანას სთავაზობს.
"თუმცა, ირანი არ ჩქარობს ამის გაკეთებას, როგორც კი რუსეთი პირველ რაკეტებს გაუშვებს, საერთაშორისო სანქციების ზეწოლა ირანზე მკვეთრად გაიზრდება." - განაცხადა დაზვერვის ხელმძღვანელმა.
რაკეტების გარდა, ორმხრივი თანამშრმოლობის ფარგლებში, რუსეთმა 1700 ირანული დრონის მიღებაზე თანხმობა მიიღო, რაც ზაფხულის შემდეგ, მოსკოვს სისტემატიურად მიეწოდება.