ბუდანოვი: ოპერაცია გრძელდება და გაგრძელდება ზმეინის სრულ გათავისუფლებამდე
უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ დარტყმებს შავ ზღვაში ზმეინის კუნძულზე. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა 22 ივნისს განაცხადა.
ბუდანოვმა თქვა, რომ დამპყრობლები კუნძულზე ათავსებენ დანაყოფს, რომელიც შეიარაღებულია საზენიტო მოწყობილობებით და სარაკეტო არტილერიით.
"[კუნძულზე] არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარების სამი დანაყოფი. გარდა ამისა, არის რუსეთის ფედერაციის სანაოსნო ჯგუფი და სპეცდანიშნულების რაზმი. ეს ოპერაცია გრძელდება. ხანძრის შედეგად დაზიანებულია ობიექტები და ოპერაცია გაგრძელდება ზმეინის კუნძულის სრულ გათავისუფლებამდე." - დასძინა დაზვერვის ხელმძღვანელმა.
მან არ უპასუხა შეკითხვას, რამდენად უსაფრთხო იქნება უკრაინელი სამხედროებისთვის კუნძულზე გათავისუფლების შემდეგ ყოფნა.
"ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია", - განმარტა ბუდანოვმა.