ბუდანოვი: რუსეთის გენერალურ შტაბს კერძო სამხედრო კომპანიების კონტროლი სურს
რუსეთის გენერალური შტაბი ცდილობს რუსული გასამხედროებული ჯგუფები გააკონტროლოს, რადგან ახლა მათ შორის ერთიანობა არ არსებობს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა PBS-თან ინტერვიუში 29 აპრილს განაცხადა.
მისი თქმით, თეორიულად რუსეთს დაახლოებით 400 000 ადამიანის მობილიზება შეუძლია. ახლა თვეში 20 000–22 000 ადამიანის მობილიზება ხდება და ზოგადად 120 000 რუსია უკვე მობილიზებული.
"უფრო მეტიც, ისინი აქტიურად ქმნიან გასამხედროებულ შენაერთებს, ისევე როგორც ახალ კერძო სამხედრო კომპანიებს, როგორიცაა Редут. მათი რაოდენობა ძალიან დიდია. ახლა კი მათი გაერთიანება სურთ, შექმნან ქოლგა ორგანიზაცია სახელწოდებით "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი", რომელშიც ყველა გასამხედროებული და კერძო სამხედრო ფორმირება შევა და რუსეთის გენერალური შტაბის ერთიანი კონტროლის ქვეშ იქნება", - აღნიშნა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა.
ბუდანოვმა განმარტა, რომ ახლა რუსეთის ფედერაციის გასამხედროებულ ჯგუფებს შორის ერთიანობა არ არსებობს.