ბუდანოვი: უკრაინა გაზაფხულზე სერიოზულ შეტევას გეგმავს, ყველაზე ცხელი ბრძოლები მარტში იქნება

2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის მიზანი 1991 წლის საზღვრებამდე მიღწევაა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გაზაფხულზე უკრაინა სერიოზულ შეტევას გეგმავს და მარტში "ყველაზე ცხელი" ბრძოლები იქნება.

ბუდანოვის თქმით, უფრო მეტი "ტერიტორიები გათავისუფლდება და რუსეთის ფედერაცია საბოლოოდ დამარცხდება".

"ეს მთელ უკრაინაში მოხდება - ყირიმიდან დონბასამდე", - აღნიშნა დაზვერვის ხელმძღვანელმა.

ბუდანოვმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა თავის მიზანს მიაღწევს - "დაბრუნდეს 1991 წლის საზღვრებში", როგორც ამას საერთაშორისო სამართლის ყველა სუბიექტი აღიარებს.

მსგავსი სიახლეები