ბუნდესვერის რეზერვის ოფიცერი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააპატიმრეს

დიუსელდორფის უმაღლესმა რეგიონულმა სასამართლომ 18 ნოემბერს გერმანიის შეიარაღებული ძალების რეზერვის ოფიცერს ერთი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ 65 წლის რალფ გ. რუსეთის სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობაში დამნაშავედ სცნო.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2014-2020 წლებში ბრალდებული რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ დირექტორატს (სამხედრო დაზვერვა) აწვდიდა ინფორმაციას ბუნდესვერის რეზერვის სისტემის, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შედეგებისა და კიბერუსაფრთოხების შესახებ.

მას ამოძრავებდა "რუსეთისადმი უკიდურესად მეგობრული დამოკიდებულება და რუს სამხედრო მოსამსახურეებში პოპულარობისა და მნიშვნელობის მიღწევის სურვილი", - აღნიშნა მოსამართლემ. ამავე დროს, მისი თქმით, რალფ გ.-მ იცოდა, რომ მის ქმედებებს შეეძლო გერმანიისა და შეერთებული შტატების ინტერესებისთვის ზიანის მიაყენება.

პროკურატურა ბრალდებულს ორწლიანი პატიმრობისა და 25 000 ევროს ოდენობით დაჯარიმას ითხოვდა. მისი ადვოკატი გამართლებას მოითხოვდა და ამტკიცებდა, რომ რუსებისთვის გადაცემული ინფორმაცია არ იყო საიდუმლო.

გამოძიებამ, თავის მხრივ, გაიხსენა, რომ რალფ გ-მ რუსულ სამხედრო დაზვერვას გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ე.წ. „თეთრი წიგნის“ მონაცემები მის გამოქვეყნებამდეც გადასცა.

თავად ბრალდებულმა აღიარა, რომ დოკუმენტები რუსეთის სამხედრო ატაშეს გაუგზავნა.

მსგავსი სიახლეები