ბურიატიელი ჯარისკაცები, რომლებმაც უკრაინაში ომზე უარი თქვეს, ლუგანსკის ციხეში გადაიყვანეს

რუსი სამხედროები ბურიატიიდან, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინაში ბრძოლაზე, ოკუპირებულ ლუგანსკთან მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ Медиазона-ს თავად სამხედროებმა განუცხადეს.

შვიდმა კონტრაქტორმა N32364 დანაყოფიდან, რომლებმაც უარი განაცხადეს ბრძოლაზე, სარდლობის მუქარაზე ისაუბრეს.

"ჩვენ ყველანი ვწერდით მოხსენებებს, სარდლობამ უარყოფითი რეაგირება მოახდინა, ანუ მუქარა დაიწყო სარდლობიდან. ემუქრებოდნენ, ამბობდნენ, რომ მუდმივი დისლოკაციის პუნქტში არავინ მოხვდებოდა. თქვეს, რომ ლუგანსკის მახლობლად შემტევი რაზმი შექმნეს და იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ შემდეგ ყველას იქ აგზავნიდნენ", - თქვა ერთ-ერთმა.

მისი თქმით, 8-10 კაციან ჯგუფებში უარმყოფელებს ჯერ სამხედრო კომენდანტურში ათავსებენ, სადაც სამი-ოთხი დღე ერთჯერადი კვებით ავტოფარეხში გამოკეტილნი არიან, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში აგზავნიან ლუგანსკის მახლობლად, რომელიც სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე შეიქმნა. მან ასევე აღნიშნა, რომ სარდლობა არ იღებს ანგარიშებს და აიძულებს მათ დაწერონ ახსნა-განმარტებები, რომ სამხედროები უარს არ ამბობენ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე.

კიდევ ერთი ბურიატიელი კონტრაქტორის დედამ თქვა, რომ მის შვილს, რომელსაც ორი კანტუზია ჰქონდა, ომიდან წასვლის უფლება არ მისცეს. მისი თქმით, უარის შესახებ ანგარიშები 77 ადამიანმა დაწერა, რომლებიც ბურიატიაში მსახურობდნენ. მისი ვარაუდით, ამის მიზეზი ის იყო, რომ "ბრიგადაში არც ერთი ტანკი არ დარჩენილა“, მაშინ როცა უკრაინულ სამხედროებს ჰქონდათ "სარაკეტო გამშვებები, ჰაუბიცები".

მსგავსი სიახლეები