ჩავუშოღლუ: პუტინი თურქეთში ვიზიტს არ გეგმავს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთში ვიზიტს უახლოეს მომავალში არ გეგმავს.

ამის შესახებ თურქული გაზეთი Yeni Safak წერს.

"პუტინს თურქეთში ვიზიტი დაგეგმილი არ აქვს, ჩვენი პრეზიდენტი (რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რედ.) მოსკოვში ვიზიტს არ გეგმავს, მაგრამ ჩვენს პრეზიდენტს ხშირი სატელეფონო საუბრები აქვს ზელენსკისთან და პუტინთან", - თქვა მან.

გარდა ამისა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ანკარას "არ სურს უკრაინაში ომის გამწვავება" და "ორივე მხარე უფრო დიდი ომისთვის ემზადება."

მარტის ბოლოს ერდოღანმა განაცხადა, რომ პუტინი 27 აპრილს შეიძლება თურქეთს ეწვიოს, რათა აკუიუს ატომური ელექტროსადგური გახსნას, რომელსაც "როსტომი" აშენებს.

უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. თუმცა, მას თურქეთში დაპატიმრების საფრთხე არ ემუქრება, რადგან ქვეყანას რომის სტატუტი რატიფიცირებული არ აქვს.

მსგავსი სიახლეები