ჩეხეთი უკრაინას საარტილერიო ჭურვებს გადასცემს
ჩეხეთის მთავრობა უკრაინას 1.7 მილიონი დოლარის ღირებულების საარტილერიო ჭურვებს გადასცემს.
შესაბამისად, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად 4 006 ცალ 152 მმ ჭურვს მიიღებს.
„უკრაინის დასახმარებლად მრავალი სხვადასხვა შესაძლებლობა გვაქვს, პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერიდან შეიარაღების მიწოდებამდე. ვთვლი, [შეიარაღების გადაცემა] სოლიდარობის მნიშვნელოვანი ჟესტია“, - განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ.
ამ ნაბიჯით ჩეხეთი იმ დასავლური ქვეყნების რიგს შეუერთდა, ვინც უკრაინას პოტენციური რუსული აგრესიის ფონზე იარაღით ამარაგებს.
იანვარში ვაშინგტონმა კიევს 700-მდე ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გადასცა, ბალტიის ქვეყნებმა კი უკრაინას ჯაველინებთან ერთად FIM-92 Stinger ტიპის საზენიტო სისტემები მიაწოდებს.