ჩეხეთის ინიციატივით შეძენილი ჭურვების პირველ პარტიას კიევი ზაფხულში მიიღებს

ჩეხური ინიციატივის ფარგლებში შეძენილი საარტილერიო ჭურვების პირველ პარტიას უკრაინა ზაფხულში მიიღებს. 

ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ტომაშ პოიარმა განაცხადა. 

"ამ მომენტისთვის ჩვენ უკრაინას ვაწვდით მსხვილკალიბრიან ჭურვებს, რომლებიც წინა შეკვეთებით იყო განსაზღვრული, ხოლო ე.წ. ჩეხური ინიციატივის ფარგლებში შეძენილი ჭურვების პირველ პარტიას უკრაინაში არაუგვიანეს ივნისისა უნდა ელოდნონ",- განაცხადა პოიარმა. 

კონტექსტი 

პრეზიდენტ პეტრ პაველის ინიციატივას, რომელიც ევროპის ფარგლებს მიღმა უკრაინისთვის 800 ათასი სხვადასხვა კალიბრის ჭურვის შეძენას ეხება, სულ 18 სახელმწიფო შეურთდა. 

საუბარია 155 მილიმეტრი კალიბრის 500 ათას და 125 მილიმეტრი კალიბრის 300 ათას ჭურვზე. Financial Times-ის დათვლით, ამ ჭურვების ჯამური ღირებულება 1.5-2 მილიარდი დოლარია. 

Bloomberg-ის ცნობით, მოკავშირეებმა უკვე თითქმის სრულად შეაგროვეს საჭირო თანხა. 

 

მსგავსი სიახლეები