თეთრ სახლში სკანდალური შეხვედრის შემდეგ, ზალუჟნიმ უარი თქვა ვენსთან საუბარზე

28 თებერვალს, ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის სკანდალური შეხვედრის შემდეგ, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალთან დაკავშირება სცადა, თუმცა ვალერი ზალუჟნიმ ჯეი დი ვენსთან საუბარზე უარი თქვა. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ Guardian უკრაინული არმიის ყოფილი მთარასარდლისა და გაერთაინებულ სამეფოში მოქმედი ელჩის შესახებ მიძღვნილ საავტორო მასალაში ავრცელებს

  • გამოცემის წყაროების ცნობით, ჯეი დი ვენსს - სკანდალური შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილეს - ზალუჟნისთან საუბრით სურდა გაერკვია, მზად იყო თუ არა უკრაინელი გენერალი ზელენსკისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერა დაეწყო. 

  • პრეზიდენტის ოფისის უფროსთან კონსულტაციის შემდეგ ვალერი ზალუჟნიმ უარი თქვა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან საუბარზე. 

  • "ეს მისი პრინციპული პოზიცია იყო, უკრაინელები დაამცირეს და ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ"- ამბობენ ზალუჟნის გადაწყვეტილებაში გაცნობიერებული წყაროები გამოცემასთან საუბარში. 

Big Picture: "გენერალი, ელჩი... უკრაინის მომავალი პრეზიდენტი? ვალერი ზალუჟნის ლოდინის თამაში ლონდონში"- სტატიის ავტორი Guardian-ის კორესპონდენტი, შონ ვოლკერია. 

  • მასალა ძირითადად ვალერი ზალუჟნის შესაძლო პოლიტიკურ გეგმებზე მოგვითხრობს - მიუხედავად იმისა, რომ ზალუჟნიმ ყოველ ჯერზე უარყო პოლიტიკური ამბიციების არსებობა - წყაროების ცნობით, ის აქტიურ კომუნიკაციაშია როგორც სამხედრო კოლეგებთან, ასევე უკრაინის პოლიტიკურ და ბიზნესწრეებთან. 

  • წყაროების ცნობით, ზალუჟნი პირად საუბრებშიც კი არ ახსენებს პოლიტიკურ გეგმებს, თუმცა ახლო წრეში განიხილავს თუ როგორი პლატფორმის ორგანიზება იქნებოდა შესაძლებელი - შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი უკრაინისთვის შესაფერის მოდელად ისრაელს მიიჩნევს. 

  • ზალუჟნი უკრაინაში, დიპლომატიურ კონფერენციაზე იმყოფებოდა ივლისში როდესაც ქვეყანა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა - ზალუჟნი ინტენსიურ შეხვედრებს მართავდა სხვადასხვა პოლიტიკოსებთან, გავრცელდა ჭორები, რომ ის საპროტესტო განცხადების გავრცელებას გეგმავდა, მაგრამ საბოლოოდ ზალუჟნიმ დუმილი შეინარჩუნა. 

Context: ზალუჟნის ხშირად სტუმრობს უკრაინის პრეზიდენტის უფროსი, ანდრეი ერმაკი - წყაროებიც ცნობით, გასულ ნოემბერში გამართულ შეხვედრაზე ერმაკმა ზალუჟნის შესთავაზა პრეზიდენტის პოლიტიკურ გუნდში გაწევრიანება მომავალი არჩევნებისთვის. 

  • წყაროების ცნობით, ზალუჟნიმ ერმაკის წინადადებაზე უარი თქვა, თუმცა განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე ზელენსკის მიმართ ლოიალობას შეინარჩუნებდა და საჯაროდ არ გააკრიტიკებდა. 

  • ზალუჟნი ერმაკს, ასევე დაპირდა, რომ პრეზიდენტის ოფისს მისგან უსიამოვნო სიურპრიზები არ ექნებოდა - "თუ მე გადავწყვეტ პოლიტიკაში წასვლას, თქვენ ამის შესახებ პირველები გაიგებთ."

მსგავსი სიახლეები