ჩეხეთის პრეზიდენტი: რუსებო წადით სახლში, სანამ გვიან არ არის
"რუსებო წადით სახლში სანამ გვიან არ არის",- ამ შინაარსის წარწერა დატოვა ერთ-ერთ ტანკზე ჩეხეთის პრეზიდენტმა, აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთ სატანკო ნაწილში სტუმრობისას.
პეტრ პაველი უკრაინაში სლოვაკეთის პრეზიდენტთან, ზუზანა ჩაპუტოვასთან ერთად იმყოფება. კიევის გარდა, 2 ქვეყნის პრეზიდენტი ჩავიდა ქალაქ დნიპროში, სადაც 14 იანვრის სარაკეტო დარტმისას განადგურებული სახლი მოინახულეს. მაშინ რუსეთის სარაკეტო დარტყმას 45 მშვიდობიანი უკრაინელი ემსხვერპლა.
პაველმა, ასევე, მოინახულა ბუჩა და ბოროდიანკა. პეტერ პაველი და ზუზანა ჩაპუტოვა შეხვდნენ ვოლოდიმირ ზელენსკის. უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს და პრემიერ-მინისტრ, დენის შმიგალს.