რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დატოვეს
რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დატოვეს კიევის რეგიონში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. გასვლისას მათ უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები დაატყვევეს.
ინფრომაციას ქალაქის მერი იური ფომიჩევი ავრცელებს.
"ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან წაიყვანეს ჩვენი ეროვნული გვარდიელები, რომლებიც პირველივე დღიდან ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ისინი მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს", - თქვა ფომიჩოვმა.
მერმა განაცხადა, რომ სამხედროებს ტყვეების გაცვლისას გაათავისუფლებენ.
ეროვნული გვარდიის პრესსამსახურმა Українська правда-სთან სამხედრო პერსონალის დატყვევების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.