ჩინელი დისიდენტები შოლცს პეკინში ვიზიტის გაუქმებისკენ მოუწოდებენ
ჩინელმა დისიდენტებმა და ჩინეთის მთავრობის მიმართ, სხვა კრიტიკულად განწყობილმა ადამიანებმა, ღია წერილი გაუგზავნეს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და სადაც მას მოუწოდბენე, რომ პეკინში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმოს.
"ბატონო შოლც, გთხოვთ, ნუ წახვალთ ჩინეთში", - განაცხადა 185 დისიდენტმა, 2 ნოემბერს, Table.Media-ს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
ღია წერილის ავტორების თქმით, დღევანდელი ჩინეთი, არა მხოლოდ ცენტრალიზებული სახელმწიფოა, არამედ ნელ-ნელა მიდის "ნაციონალ-სოციალიზმის მოდელის დიქტატურისკენ".
წერილის ავტორებმა, ჩინეთის მთავრობა, ადამიანის უფლებების დარღვევის მრავალ შემთხვევაში დაადანაშაულეს.
დისიდენტებმა აღნიშნეს, რომ კომუნისტური პარტიის ბოლო ყრილობაზე, სადაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი, მესამე ვადით, ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად ხელახლა აირჩიეს, მან ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება და გახდა "ნამდვილი დიქტატორი".
"სი ძინფინგის ამჟამინდელი რეჟიმი, ერთიმეორის მიყოლებით გადის კრიზისებს შიდა და გარე კონფლიქტებისა და სოციალური დარღვევების შედეგად", - ამბობენ წერილის ავტორები და შოლცს ეკითხებიან, თუ რა პოზიციას წარმოადგენს ის ვიზიტის დროს, როგორც ლიბერალური დემოკრატიების წარმომადგენელი.
მიმართვის ხელმომწერები არიან ვანგ დანი და ვერ კაიქსი, 1989 წელს ძალადობრივად რეპრესირებული სტუდენტური დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები და ლიაო ივუ, 2012 წლის გერმანული გამომცემლების მშვიდობის პრიზის მფლობელი.
ისინი თავს წარმოადგენენ, როგორც "ყოფილი სტუდენტების, მხატვრების, მწერლების, პოეტების და ინტელექტუალების ჯგუფი".
Table.Media-ს ცნობით, ამ მიმართვის გამოქვეყნებით, მისი ავტორები საკუთარ თავს საფრთხეში აგდებენ.