ჩინეთი და იაპონია სამხედრო ცხელი ხაზის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ

 

ჩინეთის და იაპონიის თავდაცვის სამინისტროები სამხედრო ცხელი ხაზის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ.

სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა „დროული საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციის“ მნიშვნელობას, რათა სამხედრო ესკალაციის საფრთხე თავიდან აიცილონ.

ცხელი ხაზის ამოქმედებას პეკინი და ტოკიო 2007 წლიდან განიხილავდნენ.

 


იაპონია შეშფოთებულია წყნარი ოკეანის აუზში ჩინეთის ექსპანსიით.

ჩინეთმა სამხედრო მანევრები გაახშირა სენკაკუს (დიაოუ) კუნძულების გარშემო, რომელიც შორეული აღმოსავლეთის ორ ქვეყანას შორის სადავო ტერიტორიას წარმოადგენს.

ტოკიო სიფრთხილით უყურებს ჩინეთ-ტაივანის ურთიერთობებს. პეკინი აცხადებს, რომ ტაივანის - რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს - სამხედრო ინტერვენციის გზით დამორჩილებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები