ჩინეთი სამხედრო ხარჯებს 7.2%-ით გაზრდის

2022 წელთან შედარებით ჩინეთი თავდაცვის ხარჯებს 7.2%-ით გაზრდის. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

"გარედან ჩინეთის შეკავების მცდელობები ძლიერდება", - თქვა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა 5 მარტს, ეროვნული სახალხო კონგრესის დელეგატებსადმი ჩინეთის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

ლის თქმით, 1.55 ტრილიონი იუანის გამოყოფით ($223 მილიარდი), ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა "გააძლიერონ სამხედრო წვრთნა და განვითარება ყველა სფეროში, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ ჯარისკაცების საბრძოლო პირობებში მომზადებაზე და გაზარდონ სამხედრო აქტივობები ყველა სფეროში."

გასულ წელს პეკინის სამხედრო ხარჯები გაიზარდა 7.1%-ით, რაც დაახლოებით 200 მილიარდ ევროს შეადგენდა. სამხედრო დანახარჯების მხრივ ჩინეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა, თუმცა ბევრად ჩამორჩება აშშ-ს, რომლის სამხედრო ბიუჯეტიც $800 მილიარდია.

ამასთან, ექსპერტები თვლიან, რომ რეალურად ჩინეთი ჯარზე გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე ოფიციალურად აცხადებს.

მსგავსი სიახლეები