ჩინეთი: ტაივანთან სამხედრო წვრთნები დავასრულებთ

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება ტაივანთან სამხედრო წვრთნების დასრულების შესახებ. ამავდროულად, განცხადებაში ნათქვამია, რომ პეკინი გააგრძელებს ტაივანთან ახლოს სამხედრო აქტივობებს. 

აშშ-ს სამხედრო ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ ამგვარად ჩინეთი კუნძულის ირგვლივ არსებულ სამხედრო სტატუს-კვოს შეცვლას ცდილობს. 

"ჩვენ აქტიურად მივადევნებთ ყურადღებას რეგიონში მიმდინარე ცვლილებებს და გავაგრძელებთ რეგულარ პატრულირებას ტაივანის სრულის გარშემო",- ნათქვამი სახალხო გათავისუფლების არმიის აღმოსავლეთ სამმართველოს გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებას წინ უძღოდა ტაივანის მთავარი ოპოზიციური პარტიის გომენდანის ერთ-ერთი ლიდერის ვიზიტი მატერიკულ ჩინეთში, რამაც ტაივანის მმართველი პარტიის ლიდერებისგან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. 

თავის მხრივ ოპოზიციის ლიდერის თქმით, ვიზიტის მიზანი იყო შეემცირებინა რისკები ჩინეთში მცხოვრები ტაივანალებისთვის. გომინდანში ამბობენ, რომ ვიზიტი დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი და არავითარი კავშირი არ აქვს მიმდინარე ესკალაციასთან. 

რა ხდება ტაივანსა და ჩინეთს შორის - მოკლედ

მას შემდეგ, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არაერთი მუქარის მიუხედავად, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი, ტაივანში მაინც ჩავიდა, ჩინეთსა და ტაივანს შორის ვითარება დაიძაბა.

საპასუხოდ, ჩინეთის არმიამ გამოაცხადა, რომ ტაივანის მახლობლად საჰაერო და საზღვაო წრვთნებს იწყებს, ტაივანის აღმოსავლეთით კი ზღვაში რაკეტების სატესტო გაშვებას გეგმავს.

ჩინეთის სახელისუფლებო მედიის თანახმად, ექვსიდან სამი წრვთნა იმ ადგილებში გაიმართება, რომლებსაც ტაივანი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

ტაივანელები კი ამბობენ, რომ ამ დღეებში მათი საჰაერო სივრცე უკვე 27-მა ჩინურმა თვითმფრინავმა გადაკვეთა. ტაივანის თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის მოქმედებებს სულაც ბლოკადა უწოდა.

ექსპერტების მოსაზრებით, ჩინეთის მოქმედებების შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდის შანსი დაბალია და ამ ყველაფრის მთავარი მიზანი ძალის დემონსტრირებაა. სამხედრო წრვთნებით ჩინელები აჩვენებენ, კუნძულზე თავდასხმის შემთხვევაში რა ძალის გამოყენება შეუძლიათ.

ამანდა ჰსიაო, Crisis Group-ის ჩინეთის მთავარი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჩინეთის ამგვარი რეაქცია მოულოდნელი არ ყოფილა.

"ბეიჯინჯი აშკარად ცდილობს, გამოხატოს თავისი მტკიცე წინააღმდეგობა პელოსის ვიზიტის მიმართ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამხედრო პასუხი იმაზე თვალშისაცემად მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე აქამდე გამოვლენილი რეაქცია ყოფილა. რაც, თავისთავად, მაღალი თამასაა".

ტაივანი, რომელიც ჩინეთის სამოქალაქო ომში კომუნისტების გამარჯვების შემდეგ პეკინისგან დამოუკიდებელია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მის ნაწილად მიაჩნია.

 

მსგავსი სიახლეები