ჩინეთი უარს ამბობს შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტზე დასწრებაზე - Reuters
Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის სამშვიდობო სამიტში, რომელიც მომავალ თვეში შვეიცარიაში ჩატარდება.
სააგენტოს სამი წყაროს ცნობით, პეკინმა უარი თქვა მოწვევაზე, რადგან, სავარაუდოდ, მისი ყოფნის პირობები არ შესრულდა, კერძოდ, რუსეთის მონაწილეობა.
შვეიცარიის მთავრობას სურს 15-16 ივნისის სამიტი, რომელზეც მთელი მსოფლიოს ლიდერეი შეიკრიბებიან, გზას გაუხსნის უკრაინაში სამშვიდობო პროცესს.
ჩინეთმა დიპლომატებს აცნობა, რომ პირობები, რომლებიც არ შესრულდა, მოიცავდა კონფერენციის აღიარებას როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მიერ, ყველა მხარის თანაბარ მონაწილეობას და ყველა წინადადების სამართლიან განხილვას.
ორშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ორივე მხარის მიერ აღიარებული სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებას, ყველა მხარის თანაბარი მონაწილეობით.
ცნობილია, რომ ჩინეთს აქვს მჭიდრო კავშირები რუსეთთან და თავს იკავებს უკრაინაში მისი შეჭრის კრიტიკისგან. დასავლეთის მთავრობები არაერთხელ ადანაშაულებდნენ ჩინეთის მთავრობას ომისას რუსეთის დახმარებაში.
ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ჩინეთისა და აშშ-ს ლიდერებს, მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებაში.