ჩინეთის საგარეო მინისტრი მიანმარში გადატრიალების შემდეგ პირველად ჩავიდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი მიანმარში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

ვანგ ის ვიზიტი პირველია გასულ წელს მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ, რომელსაც ქვეყნის სამოქალაქო ლიდერის, აუნგ სან სუ ჩის დაპატრიმრება მოჰყვა.

ვანგ იმ სამხედრო ხუნტის ლიდერებს და ოპოზიციას „რაციონალური კონსულტაციების“ ჩატარებისკენ და „პოლიტიკური შერიგებისკენ“ მოუწოდა.

ჩინეთის მთავარი დიპლომატი ლანკანგ-მენკონგის თანამშრომლობის ჯგუფის დელეგატებსაც შეხვდება, რომელიც მიანმარს, ლაოსს, ტაილანდს, კამბოჯას და ვიეტნამს აერთიანებს.

ჩინეთის მიერ დაფუძნებული ჯგუფი მდინარე მეკონგის დელტის ქვეყნებს მოიცავს.

პეკინი მდინარის დელტას ჰიდროენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად განიხილავს.

ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ვანგ ი სამხედრო რეჟიმის ლიდერს, გენერალ მინ აუნგ ჰლაინგს.

ჩინეთი მიანმარის ტრადიციული მოკავშირე და მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

გასული წლების განმავლობაში პეკინმა მიანმარის მაღაროების და ნავთობ-ინფრასტრუქტურის გასავითარებლად მილიარდობით დოლარი ჩადო.

მიანმარის ჩრდილოვანი მთავრობის ლიდერმა, რომელიც სამოქალაქო ოპოზიციის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, ვანგ ის ვიზიტი დაგმო.


2021 წლის ნოემბერში ჩატარებულ არჩევნებში აუნ სან სუ ჩის პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ხუნტამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და სამოქალაქო ხელისუფლება დაამხო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ხმის მიცემის შედეგები სამართლიანად ცნეს.

ჯამში, თებერვლის გადატრიალების შემდეგ, სამხედროებმა პროტესტის ჩახშობის დროს 1300-მდე სამოქალაქო პირი იმსხვერპლეს.

გაეროს განცხადებით, მიანმარის ხუნტის ზოგიერთი ქმედება „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს“ უტოლდება.

 

მსგავსი სიახლეები