ჩინეთმა რუსული ავიახაზების თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა

ჩინეთმა რუსული ავიახაზების სარგებლობაში არსებული Boeing-ებისა და Airbus-ებისთვის თავისი საჰაერო სივრცე ჩაკეტა. 

ინფორმაციას ამის შესახებ RBC ავრცელებს

ჩინეთის ამგვარ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხელისუფლების მოთხოვნა ქვეყანაში მოქმედი ავიაკომპანიების მიმართ განეახლებინათ ელექტრონული დოსიე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კომპანიების საკუთრებაში არსებული თვითმფრინავების მესაკუთრეებზე, ასევე, ტექნიკურ მახასიათებლებზე და მომსახურებაზე. 

რუსულმა კომპანიებმა ეს დოსიე წარადგინეს, თუმცა ჩინეთმა მოითხოვა ოფიციალური დადასტურება იმის შესახებ, რომ მათ სარგებლობაში არსებული თვითმფრინავები ოფიციალურად მოხსნილია საერთაშორისო რეგისტრატურიდან.

ასეთ დოკუმენტებს რუსული ავიაკომპანიები ვერ წარადგანდნენ, რადგანაც თვითმფრინავების ნაციონალიზაცია იძულებითი მეთოდით მოხდა. აქედან გამომდინარე საერთაშორისო ავიაკანონმდებლობის დაცვის მოტივით რუსული კომპანიებისთვის საკუთარი ცა ჩაკეტა. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გადაწყდება ვითარება.

აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთის საავიაციო სექტორს სანქციები ომის დაწყებიდან მალევე დაუწესეს, მათ შორის; რუსული ავიაკომპანიებისთვის ჩაიკეტა ევროკავშირის ცა, ასევე, აიკრძალა თვითმფრინავების და სათადარიგო ნაწილების იმპორტი.

 

მსგავსი სიახლეები