ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა - სამხრეთ კორეა
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 1 მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გადასცა, სანაცვლოდ კი რუსეთისგან სატელიტური თანამგზავრის პროგრამაში დახმარება მიიღო.
ინფორმციას ამის შესახებ AFP სამხრეთ კორეულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის პარლამენტის დახურულ სესიაზე NIS-ის მაღალჩინოსნებზე განაცხადეს, რომ აგვისტოდან მოყოლებული ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს შეიარაღების 10 პარტია გადასცა.
"დაზვერვამ გაარკვია, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას 1 მილიონზე მეტი ჭურვი გადასცა. მათი ანალიზის მიხედვით ეს დაახლოებით 2 თვის სამყოფი საბრძოლო მასალაა",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სამხრეთ კორეული პარლამენტის დეპუტატმა.
ამავე წყაროს ცნობით, სანაცვლოდ კიმმა სადაზვერვო კოსმოსური თანამგზავრის პროგრამისთვის ტექნიკური კონსულტაციები მიიღო. მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეამ ორჯერ წარუმატებლად სცადა ორბიტაზე თანამგზავრის გაყვანა, თუმცა ორივე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
დეპუტატმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ დაანონსებული მესამე მცდელობის გადადების მიუხედავად, დაზვერვა ვარაუდობს, რომ მესამე მცდელობა უფრო წინა მცდელობებზე წარმატებული იქნება.
კონტექსტი
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთი დეფიციტური შეიარაღების შეძენას უკვე წელიწადზე მეტია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობს.
ჩრდილოეთ კორეის საარტილერიო არსენალის მიმართ კრემლის ინტერესის შესახებ ამერიკული დაზვერვა უკვე წელიწადზე მეტია იტყობინება. აგვისტოში ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი რუსეთში თითქმის 1-კვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
მანამდე ფხენიანში საგანგებო ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. კრემლი ამ დრომდე უარყოფს ჩრდილოეთ კორეისგან შეიარაღების მიღებას.