CIA-ის ყოფილი დირექტორი: მომდევნო თვეებში აშშ-ში სერიოზული ტერაქტის საფრთხეა
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს შეფასებები მომდევნო თვეებში ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მასშტაბური ტერაქტის გაზრდილ სააფრთხეებზე მეტყველებს.
ამის შესახებ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორის, მაიკლ მორელისა (CIA-ის) და ჰარვარდის კენედის საგარეო ურთიერთობათა სკოლის დირექტორის, გრემ ელისონის ერთობლივ სტატიაში საუბარი, რომელიც ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნდა.
მორელი და ელისონი წერენ, რომ ბოლო თვეებში ხედავენ პარალელებს 2001 წლის 11 სექტემბრის წინა პერიოდთან და იმ გაფრთხილებებთან, რომლის შესახებ CIA-ის მაშინდელ დირექტორი, ჯორჯ ტენეტი ალ-ქაიდასა და ოსამა ბინ ლადენის შესახებ ავრცელებდა.
ავტორების თქმით, ბოლო თვეებში იგივე შინაარსის გაფრთხილებები ისმის FBI-ის დირექტორის, კრისტოფერ ვრაისა და აშშ-ს გაერთიანებული შტაბის ცენტრალური კომიტეტის უფროსის, მაიკ კურილასგან.
გასული ათწლეულობის განმავლობაში მსგავსი ტიპის გაფრთხილებები და შიშები მასშტაბური ტერაქტის შესახებ არ დადასტურებულა. გასულ კვირებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავეს ცენტრალური აზიის სახელმწიფოების რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც წინასწარი ცნობებით ტერაქტს ამზადებდნენ.