დაძაბულობის ფონზე რუსული რუბლი 1 წლის მინიმუმამდე გაუფასურდა

 

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული დაძაბულობის ფონზე რუსული რუბლი დილიდან უფასურდება. მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ერთი დოლარის ღირებულებამ 79.3 რუბლი შეადგინა, რაც 2020 წლის 5 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

რუსი ექსპერტების აზრით, რუბლზე უარყოფით გავლენას გეოპოლიტიკური ვითარება ახდენს - კერძოდ დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი სამხედროების განთავსებას განიხილავს. 

მათ შორის ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის და აშშ-ის საელჩოებმა კიევში თანამშრომლების ევაკუაციის პროცესი დაიწყეს. 

რუბლის გაუფასურების გარდა, მკვეთრად დაეცა მოსკოვის ბირჟის ინდექსიც, ვარდნამ დაახლოებით 10.2% შეადგინა. ყველაზე მეტად გაუფასურდა შემდეგი რუსული კომპანიების აქციები - VK, АФК Система Русал და Газпром. 

ყველაზე მეტად რუსეთის ენერგომატერებლების და ფინანსური სექტორში მომუშავე კომპანიების ღირებულება მცირდება. 

მსგავსი სიახლეები