დანია უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს

დანია უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 

ამის შესახებ დანიის პრემიერმა, მეტე ფრედერიკსენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"თქვენ და თქვენმა მოქალაქეებმა აჩვენეს მსოფლიოს რა არის სიმამაცე, ამიტომაც ჩვენ ვალში ვართ მხარი დაგიჭიროთ. ომის დაწყების დღიდან დანია თქვენს გვერდით იდგა, იმიტომ რომ თქვენი თავისუფლება, ჩვენი თავისუფლებაა. სწორედ ამიტომ დღეს ვაცხადებთ, რომ უკრაინას 19 F-16-ს გადავცემთ",- განაცხადა ფრედერიკსენმა. 

დანიის პრემიერის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში წვრთნებზე 70-მდე უკრაინელი სამხედრო იმყოფება. მისი თქმით, თვითმფრინავებს უკრაინა ეტაპობრივად მიიღებს - 6 წლის ბოლომდე, 8 2024 წელს და 5 2025 წელს. 

კონტექსტი 

ვოლოდიმირ ზელენსკი სკანდინავიურ ქვეყნებს ესტუმრა - 19 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი შვედეთში იმყოფებოდა, რის შემდეგაც დანიაში გაემგზავრა. 

შვედეთში ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ ქვეყნები დაიწყებენ შვედური თვითმავალი ჰაუბიცის ერთობლივ წარმოებას. გარდა ამისა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი პილოტები უკვე ატარებენ ტესტებს შვედური წარმოების Gripen-ის ტიპის თვითმფრინავებზე.

უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემის გადაწყვეტილებაა დაადასტურა ნიდერლანდებმაც, ჯერჯერობით უცნობია თუ რა რაოდენობაზეა საუბარი.

მსგავსი სიახლეები