დანიამ უკრაინისთვის $133 მილიონიანი საინვესტიციო ფონდი შექმნა
26 მაისს კოპენჰაგენში უკრაინის საინვესტიციო ფორუმი გაიმართა. რომელზეც დანიის საინვესტიციო ფონდის სოციალური პროგრამის დაწყების შესახებ გამოცხადდა, საერთო ოდენობით 1 მილიარდი დანიური კრონი ($133 მილიონია). ამის შესახებ 27 მაისს უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო წერს.
უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ განმარტა, რომ ეს საინვესტიციო ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომლებიც მოიცავს დანიურ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრიბანმა აღნიშნა, რომ უკრაინა დიდ პერსპექტივას ხედავს უკრაინაში დანიური კომპანიების პრიორიტეტულ სექტორებში გამოყენებასა და განთავსებაში. მათ შორისაა, მაგალითად, განახლებადი ენერგია, სამშენებლო მასალები, კომუნალური სარეაბილიტაციო ტექნოლოგიები, ასევე თავდაცვისა და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიები.
ფორუმზე ასევე გამოცხადდა ორი საპილოტე პროექტის დაფინანსებაზე - სოფლის მეურნეობისა და აგროგადამუშავების სფეროში.
სვირიდენკოს თქმით, სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან დანიამ უკრაინას 1.4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება და 212 მილიონი დოლარის მაკროფინანსური დახმარება გადასცა.