დანილოვი: რუსეთში ფარული მობილიზაცია ამოქმედდა
რუსეთს, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ომი 24 თებერვალს დაიწყო, საბრძოლველად პერსონალი აკლია. ამის შესახებ 15 ივლისს Twitter-ზე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
"რუსულ მკვლელობის სამინისტროს [თავდაცვის სამინისტროს] "ქვემეხის საკვები" აკლია. რუსეთში ფარული მობილიზაცია ამოქმედდა, საკონტრაქტო ჯარისკაცებისთვის ფულადი დახმარება კი 4000 დოლარამდე გაიზარდა. იქმნება ე.წ. მოხალისეთა ბატალიონები. რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი გახდება უკრაინასთან ომში კრიმინალური მუხლით მსჯავრდებული პატიმრების ბრძოლაში ჩართვა. შეიძლება დაამარცხოს თავისუფალი ხალხი მონებისა და დამნაშავეების არმიამ?" - დაწერა დანილოვმა.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემები Important Stories და Gulagu.net, წყაროებზე დაყრდნობით, 6 ივლისს აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციაში 50-ზე მეტი პატიმარი, რომლებიც სანქტ-პეტერბურგის მე-6 და მე-7 სასჯელაღსრულების კოლონიებში იმყოფებოდნენ, გაგზავნეს როსტოვის ოლქში. მათ რამდენიმე წუთი ჰქონდათ ბალრგის ჩასალაგებლად და უარი უთხრეს ნათესავებთან დარეკვაზე.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ პატიმრები უკრაინის აღმოსავლეთში გადასაყვანად და საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის გაგზავნეს.