დმიტრო კულება: უკრაინა ნატოს სამიტზე უნდა მიეწვიათ

კიევში, ეუთოს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდთან შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ღიად იკითხა, რატომ არ მიიწვიეს უკრაინა ბრიუსელში, 14 ივნისს გასამართ ნატოს სამიტზე.

“ჩვენ გვესმის მოკავშირეების სურვილი ჩაატარონ თავიანთი სამიტი, სადაც განიხილავენ ტრანს-ატლანტიკურ ერთიანობას. თუმცა, გულწრფელად, რომ გითხრათ, გაუგებარია როგორ შეიძლება ჩატარდეს დახურული ფორმატის ნატოს სამიტი, რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე უკრაინის წინააღმდეგ შავ ზღვაში,” - განაცხადა კულებამ.

“როგორ არ უნდა მიიწვიო უკრაინა, როგორ ვერ უნდა იპოვო ფორმატი სამიტზე უკრაინის მონაწილეობისთვის?” - დასძინა მან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზებას და შემდგომი პროვოკაციების საფრთხის ზრდას მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები