დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული დრონი ჩამოაგდეს

დნეპროპეტროვსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ტელეგრამზე რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ 3 ივლისს განაცხადა.

"ჩვენმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე მტრის დრონი ჩამოაგდეს. ეს მეათე სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც ჩვენი რეგიონის ცაზე გავანადგურეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ნამსხვრევები მინდორში გაიფანტა.

სულ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 653 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

 

მსგავსი სიახლეები