დნესტრისპირეთში სეპარატისტები რუსეთს სამშვიდობოების რაოდენობის გაზრდას სთხოვენ

პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონის ხელისუფლება რუსი სამშვიდობოების რაოდენობის გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს.

"სამშვიდობო ძალები დნესტრისპირეთში უსაფრთხოების მთავარი ფაქტორი და ცხელი თავებისთვის მთავარი დაბრკოლებაა, რომლებიც საკმარისად არიან კიშინოვსა და კიევში. სანამ რუსეთის სამშვიდობო მისია გრძელდება, მოლდოვა ნებისმიერ სამხედრო გეგმაში და დნესტრისპირეთის წინააღმდეგ მზადებაში ბორკილებით არის შებოჭილი", - განაცხადა РИА Новости-სთან ინტერვიუში მოსკოვში "დნესტრისპირეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა" ლეონიდ მანაკოვმა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ 1995 წელს რუსეთმა კონტინგენტი, თავდაპირეველი ექვსიდან, ორ მოტომსროლელ ბატალიონამდე შეამცირა. ამჟამად უსაფრთხოების ზონაში რუსი სამშვიდობოების რაოდენობა 450-ს არ აღემატება, მაშინ როცა შერეული საკონტროლო კომისიის დოკუმენტებით, კონფლიქტის ზონაში 3100 სამხედრო უნდა იყოს.

ამასთან, მანაკოვმა აღნიშნა, რომ სამართლებრივად შესაძლებელია რუსული კონტინგენტის გაზრდა.

მისი თქმით, სამშვიდობოების გაძლიერება დნესტრისპირეთში მუდმივად მცხოვრები რუსების ხარჯზეა შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები